როგორც ყველამ იცით სამსახურის და კარიერის გზაზე ლავირება და სიარული არც ისე ადვილია.
ძალიან ბევრი წესი და განსხვავებული ადამიანი გვხვდება ნებისმიერ საქმიანობის სფეროში და სუპერ წარმატებული კარიერა, ეს ნამდვილად არ არის რაღაც რასაც ერთ დღესაც უბრალოდ ხელში გადმოგცემენ.
თქვენ ამაზე უნდა იმუშაოთ.
სასიხარულო კი ისაა, რომ აქ შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.
სწორედ თქვენს დასახმარებლად მე დავჯექი და ჩამოვწერე 50 კარიერული შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა ავიროდოთ.
აქედან უმეტესი საკუთარი გამოცდილებიდან მოდის, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა და ვისწავლე.
თქვენ იგივეს გირჩევთ, ისწავლეთ ეს შეცდომები და არასოდეს დაუშვათ ისინი თქვენს კარიერაში:
1. საკუთარი თავის დარწმუნება, რომ თქვენ ყველაფერი იცით.
2. ნეთვორქინგის უარყოფა.
3. შეხვედრებისთვის (მითინგებისთვის) მოუმზადებლობა.
4. სავიზიტო ბარათების საჭიროების უარყოფა და მათი არ გამოყენება/ქონა.
5. საოფისე დრამაში ჩართვა.
6. შეხვედრებზე გვიან მისვლა.
7. მინიმუმის კეთებით სიამოვნების მიღება.
8. თქვენს ინდუსტრიაზე არსებული მასალების/ინფორმაციის არ წაკითხვა.
9. Linkedin-ის გვერდის არ გაკეთება.
10. პირადი ისტორიების გადაჭარბებულად გავრცელება/მოყოლა სამსახურში.
11. "ხიდების დაწვა" როცა სამსახურს ტოვებთ.
12. არაპროფესიონალურად ჩაცმა.
13. თქვენს მიერ გასაგზავნად დაწერილი E-mail-ის მეორედ არ წაკითხვა.
14. დამატებითი საქმის არ მოთხოვნა, როცა უსაქმოდ ხართ.
15. თქვენი კარიერული მიღწევების არ გაზიარება ხელმძღვანელობასთან.
16. იმის დაჯერება, რომ კოლეჯის დამთავრებისთანავე უფროსად დაგნიშნავენ და კაბინეტში დაგსვამენ.
17. საკუთარი შეცდომებისგან და მარცხისგან არაფრის სწავლა.
18. იმის დაჯერება, რომ თუ ერთხელ აირჩევ სამუშაო სფეროს, სულ იქ უნდა დარჩე.
19. რეზიუმეს ხშირად არ განახლება.
20. თქვენი ინდუსტრიის და საქმის გარშემო ჩამოყალიბებული ასოციაციების და ჯგუფების უარყოფა და მათთან არ თანამშრომლობა.
21. ნეგატიურ ადამიანად ყოფნა.
22. ინიციატივების არ გამოჩენა და ახალი პროექტების უარყოფა.
23. მადლობის გადახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაგეხმარნენ.
24. დახმარების არ მოთხოვნა, როცა ის ნამდვილად გჭირდება.
25. ხმის ამოუღებლობა, როცა აღელებული ხართ თქვენი სამუშაო პროცესის თუ პირობების გამო.
26. საკუთარი თავის დაჯერება იმაში, რომ სამსახური ძალიან გიყვარს, როცა ეს ასე სულაც არ არის.
27. საკუთარი შესაძლებლობებზე გაზვიადებულად საუბარი და ტრაბახი.
28. ტრენინგ კურსების დახურვა ან არ დასწრება.
29. ჩანაწერების არ წარმოება თქვენი წარმატებების და მიღწევების შესახებ.
30. კარიერული გადაწყვეტილებების სხვების ნაცვლად მიღება.
31. პასიურად ყოფნა და არ ძებნა ახალი სამსახურის, როცა ახლანდელით უკმაყოფილო ხართ.
32. იმის ფიქრი რომ უკვე გვიანია ცხოვრებაში კარიერული ცვლილებებისთვის.
33. ნაჩქარევი დასკვენების გამოტანა სხვების მიმართ.
34. ზედმეტის დაპირება, რასაც შემდეგში ვერ შეასრულებთ.
35. იმეილების მენეჯმენტის სისტემის არ ქონა.
36. იმის ვერ განსაზღვრა სად და როგორ ხართ ყველაზე პროდუქტიული.
37. იმის დაჯერება, რომ თქვენს გარშემო ყველა ისევე ფიქრობს, როგორც თქვენ.
38. მრავალფეროვნების მიუღებლობა გუნდში.
39. იმაზე დაუფიქრებლობა, თქვენი ქმედებები, როგორ იმოქმედებს სხვებზე.
40. კითხვების დაუსმელობა.
41. გადაწყვეტილებების მიღება სხვების შესახებ, მათთან კონსულტაციის გარეშე.
42. სამსახურის არჩევა მხოლოდ ფულის გამო.
43. თქვენი ცოდნის სხვებთან არ გაზიარება.
44. თქვენი ეგოსთვის საშუალების მიცემა უხელმძღვანელოს თქვენს გადაწყვეტილებებს.
45. ფართო დიაპაზონით სიტუაციის არ დანახვა.
46. პრობლემებზე ჩივილი, იმის ნაცვლად რომ გადაჭრის გზები გამონახოთ.
47. ცვლილების განხორციელების უარყოფა, როცა ის საჭიროა.
48. შეგეშინდეთ ახალი ტექნოლოგიების.
49. თქვენი თავის კომფორტის ზონიდან არ გაგდება.
50. თქვენი თავისთვის გადატვირთვის/განტვირთვის საშუალების დაშლა.
წყარო: http://www.lostgenygirl.com/55-biggest-career-mistakes-of-your-life/
თარგმანი: გიო ბეჟანიშვილი

Comments
Post a Comment